პუტინი: “ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით როგორც წამებულები, ისინი კი ჩაძაღლდებიან”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ატომურ იარაღს იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუკი დარწმუნდება, რომ აგრესორი მასზე თავდასხმას აპირებს.
“აგრესორმა უნდა იცოდეს: შურისძიება გარდაუვალია, ის ყველა ვარიანტში განადგურდება. ჩვენ კი, აგრესიის მსხვერპლნი, როგორც წამებულები სამოთხეში მოვხვდებით. ისინი კი უბრალოდ, ჩაძაღლდებაინ, იმიტომ რომ ისინი მონანიებასაც კი ვერ მოაწრებენ” – განაცხადა პუტინმა სოჭში ფორუმ “ვალდაიზე” გამოსვლისას
პუტინის თქმით, რუსეთი უზარმაზარია და მას “არავისი არაფერი არ უნდა”.
“და ყირიმი?” -კითხა ფორუმის მოდერატორმა, ფილოლოგმა ფიოდორ ლუკიანოვმა
“ყირიმი ჩვენია” – უპასუხა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ ნახევარკუნძულის მკვიდრებმა რეფერენდუმზე რუსეთთან ყოფნას მისცეს ხმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის “ყველაზე ეფექტური ნაციონალისტია”და მხარს არ უჭერს “სულელურ და პირველყოფილ ნაციონალიზმს”
banner
წინა სტატიაშიმექატრონიკა და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი – სწორი პროფესიული არჩევანი ახალგაზრდებისთვის
შემდეგი სტატიაბერლინი თვლის, რომ კანადამ მარიხუანის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა