ავღანეთის კანდაგარში პოლიციის უფროსი მოკლეს 

ავღანეთის პროვინცია კანდაგარის პოლიციის უფროსი აბდულ რაზიკი, რომელსაც თალიბები რამდენჯერმე დაესხნენ თავს, დღეს ავღანეთში ამერიკელი გენერლის სკოტ მილერის ვიზიტისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამართულ სროლებში მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი მილერი ჩინოვნიკებთან შესახვედრად კანდაგარის გუბერნატორის რეზიდენციაში მივიდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლები შეხვედრის შემდეგ დაიწყო, როცა მონაწილეები ვეტმფრენის მოედნისკენ მიდიოდნენ. თვითონ მილერი არ დაშავებულა.  ევაკუირებულია ორი დაჭრილი  ამერიკელი , თავდამსხმელი კი მოკლულია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია “ტალიბანმა” აიღო. მათი განცხადებით, თავდასხმის მიზანი ამერიკელი გენერალი იყო.
banner
წინა სტატიაშიბერლინი თვლის, რომ კანადამ მარიხუანის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა 
შემდეგი სტატიაბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები საუდის არაბეთში ფორუმს არ დაესწრებიან