ბექა ხახუბიას საქმე – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

სასამართლომ პატრულის თანამშრომელი ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ზურაბ რუსიშვილი – ნაწილობრივ დამნაშავედ და მას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გია სადაღაშვილიც და სასჯელი მას 2 წლით და 6 თვით განუსაზღვრა.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2018 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი წინასწარი პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება
შემდეგი სტატია“შსს და პროკურატურას 1 თვიან ვადას ვაძლევ”- ბესელია ფარულ კადრებზე