“შსს და პროკურატურას 1 თვიან ვადას ვაძლევ”- ბესელია ფარულ კადრებზე

დეპუტატი ეკა ბესელია შსს და პროკურატურას, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე ერთ თვეს აძლევს.

,,არ არის, ან ვერ არის ნაპოვნი ამ საქმის დამკვეთი. თუ ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს, თუ რა ჰქვია ამას. ყველა კითხვა, რაც გვაქვს ეხება შსს-ს და პროკურატურას. ჩანს, რომ ადამიანის პირადი სივრცე დაუცველია. მგონია, რომ უკვე დრო არის პასუხიმგებლობა აიღონ ამ ყველაფერზე. რაღაცეები, რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს შემთხვევითი არ მგონია,” – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

banner
წინა სტატიაშიბექა ხახუბიას საქმე – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა
შემდეგი სტატია“სახელმწიფო არის უძლური, დაადგინოს, ვინ დგას ამ კადრების, შანტაჟის უკან”- ომბუდსმენი