ბენ ლადენ-უმცროსი აშშ-ს ვენდეტას პირდება

“ალ-ქაიდას” მოკლული ლიდერის, უსამა ბენ ლადენის ვაჟმა, პირობა დადო რომ აშშ-ზე შურს იძიებს. ამის შესახებ ხამზა ბენ ლადენმა აუდიო-მიმართვაში “ჩვენ ყველანი უსამები ვართ” ისაუბრა, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა – Reuters-ი წერს.
“ჩვენ თქვენს ქვეყანაზე და მის გარეთ შეტევას გავაგრძელებთ პალესტინელი, ავღანელი, სირიელი, ერაყელი, იემენელი, სომალელი და სხვა მუსლიმი ქვეყნების და მიწების დამონებისთვის… რაც შეეხება შეიხ ოსამასათვის შურისძიებას, დაე, ალაჰი იყოს მოწყალე მის მიმართ, ეს არ არის პირადად უსამას გამო შურისძიება, ეს პასუხია იმიათგან, ვინც ისლამს იცავს” – განაცხადა “ნომერ პირველი ტერორისტის” ვაჟმა.

მედიამ ხამზას ზუსტი ასაკი არ იცის. სავარაუდოდ, ის 25 წლის არის. ცნობილია ასევე ის, რომ ხამზა მამის მკვლელობის დროს მასთან არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიევრო-2016-ის ფინალის წინ, საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
შემდეგი სტატიაჯანსუღ ჩარკვიანის პოლიტიკური იუმორი