ევრო-2016-ის ფინალის წინ, საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

6

პარიზის მნიშვნელოვან ადგილებში 5 ათასზე მეტი პოლიციელია განთავსებული ევრო-20160ს ფინალური მატჩის წინ.

არა მხოლოდ სტადიონი “სტად დე ფრანსის” პატრულირება მიმდინარეობს, არამედ, ე.წ. “გულშემატკივრების ველისაც”, რომელიც ელისეის მოედანსა და ეიფელის კოშკთან არის.
პოლიციელები და სამხედროები გაძლიერებულად იცავენ პარიზის ქუჩებს გასული წლის ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.
“გულშემატკივრების ველს” 1900 პოლიციელი იცავს, 3400 პოლიციელი ელისეის მინდვრებზე იქნება განთავსებული, ამასთანავე, მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონიდან გამონთავისუფლებული პოლიციელები, მაშინათვე ელისეის მინდვრებისკენ გადანაწილდებიან.
მატჩი ადგილობრივი დროით 21.00 საათზე იწყება.
ერთმანეთს პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრებები სეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში 1985 წლიდან ხარმა პირველად მოკლა მატადორი
შემდეგი სტატიაბენ ლადენ-უმცროსი აშშ-ს ვენდეტას პირდება