ბელგიის სპეცსამსახურები სირიიდან ევროპაში დაბრუნებული ბოევიკების საფრთხეზე საუბრობენ

“უცხოელ ბოევიკებს” (ევროპული ქვეყნების ბოევიკებს ახლო აღმოსავლეთში ასე უწოდებენ), რომლებიც სირიაში იყვნენ, ევროპაში უნდათ დაბრუნება აქ ტერაქტების მოწყობის მიზნით” – ამის შესახებ დღეს საფრთხის აღკვეთისა და მართვის სამმართველსო უფროსმა პოლ ვან ტიხელტმა განაცხადა – Le Figaro წერს.
“ჩვენ სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ, მაგრამ საშიშროება ისევ არსებობს” – განაცხადა ჩინოვნიკმა. მისი თქმით, ზუსტად ამ საფრთხის გამო მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყანაში ტერაქტების საფრთხის მესამე დონე ისეც შეენარჩუნებინა. ბელგიაში მიღებული კლასიფიკაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ “საფრთხე ძალიან სერიოზულია, შესაძლებელი და რეალურია” – აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში 22 მარტს ტერაქტების სერია გაიმართა, რომელსაც 35 ადამიანი შეეწირა და 350-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ პოროშენკოს თხოვნის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაკლიჩკომ ველოსიპედზე გადაჯდა