სავჩენკომ პოროშენკოს თხოვნის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინელმა მფრინავმა, ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთის სასამართლომ რუსი ჟურნალისტების მოკვლის ბრალდებით 22 წელი მიუსაჯა, შიმშილობა შეწყვიტა – ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ პორშენკომ “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
“ნადეჟდა სავჩენკოს დედასა და დასთან ერთად მეც ვთხოვე შიმშილობა შეეწყვიტა. მადლობა, რომ დათანხმდა” – დაწერა მან. პოროშენკომ დააზუსტა, რომ მან პირადად დაურეკა სავჩენკოს. “პირადად გადავეცი თანადგომის სიტყვები. ჩვენ მის გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების ერთიანი პოზიცია არ არსებობს
შემდეგი სტატიაბელგიის სპეცსამსახურები სირიიდან ევროპაში დაბრუნებული ბოევიკების საფრთხეზე საუბრობენ