ბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტის მონაწილეს ბრალი წაუყენა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 27, 2016 14:00

ბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტის მონაწილეს ბრალი წაუყენა

ბელგიის პროკურატურაბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი წაუყენა – Reuters-ი წერს.
პროკურატურა ფეისალ შ-ს ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობისა და ტერორიზმის მიზნით მკვლელობებში სდებს ბრალს. მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა იარაღები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ბელგიური გაზეთის Le Soir-ის მონაცემებით, ფეისალ შეფოუ 24 მარტს ფედერალური პროკურატურის შენობასთან იქნა დაკავებული მანქანის შემოწმებისას. გამოცემა წერს, რომ ის არის ის მამაკაცი, რომელიც აეროპორტში დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ სხვა ორ თვითმკვლელთან ერთად. ისინი ტაქსის მძღოლმა ამოიცნო, რომელმაც სამივე ტერორისტი დილით მიიყვანა აეროპორტში.
Reuters-ი წერს, რომ ტერორისტული საქმიანობისა და ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდება ასევე წაუყენეს აბუბაქარ ა-ს და რაბახ ნ-ს.
ბრიუსელში ტერაქტები სერია 22 მარტს მოხდა, აეროპორტსა და მეტროში აფეთქებებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 300-მდე დაშავდა.
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 27, 2016 14:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,590
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics