ტრამპმა იდიოტიზმი უწოდა აშშ-ს გეგმას ერთდროულად ეომოს ასადს და ისლამურ სახელმწიფოს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სიგიჟე და იდიოტიზმია ვაშინგტონის მცდელობა ერთდროულად ეომოს სირიის პორეზიდენტს ბაშარ ასადს და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ – ამის შესახებ მან გაზეთ The New York Times-თან საუბარში თქვა.
„ისლამური სახელმწიფო“ უფრო მეტად საშიშია აშშ-სთვის, ვიდრე ასადი. მე არ ვამბობ, რომ ის კარგი ადამიანია, ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა – ეს დაჯგუფებაა“ – განაცხადა ტრამპმა . მისი თქმით, ამერიკის ლიდერი ბარაკ ობამა „ისლამურ სახელწმიფოსთან“ საბრძოლველად შეზღუდული შესაძლებლობებით მოქმედებს. ბიზნესმენის თქმით, პირველ რიგში აუცილებელია დაჯგუფებას ნავთობთან წვდომა შეუწყვიტონ. „მე უკვე ვთქვი, რომ აუცილებელია მათ ნავთობი წაართვან. ამის შეასხებ წლების წინაც ვამბობდი. ქვეყნის მთავრობა დღემდე ვერ მისულა ახლოს ამ მიზანთან“ – თვლის რესპუბლიკელი კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიპაპმა ფრანცისკმა თავის სააღდგომო მიმართვაში ბრიუსელის ტერაქტზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაბელგიის პროკურატურამ ბრიუსელის ტერაქტის მონაწილეს ბრალი წაუყენა