ბელგიის პოლიციამ რადიკალი იმამი ოჯახით დააპატიმრა

ბელგიის პოლიციამ იმამი-რადიკალი შეიხი ალამი ოჯახთან, ვაჟიშვილთან და მეუღლესთან ერთად დააკავა – რადიოსადგური RTBF წერს.
სპეცოპერაცია ქალაქ ვერვეში გაიმართა. დაკავების საფუძველი გახდა ვიდეო, სადაც 17 წლის იმამის ვაჟიშვილი ქუჩაში მიდის, არაბულ ენაზე ლოცულობს და ალაჰს ქრისტიანების დახოცვას სთხოვს. ვიდეორგოლი ინტერნეტში გამოქვეყნდა. როცა ვიდეოზე გამოძიება დაიწყო, იმამი ოჯახთან ერთად მაროკოში ისვენებდა.

იმამის შვილი არასრულწლოვნების სასამართლოზე წარსდგება – ვიდეოს ჩაწერის დროს ის ჯერ კიდევ არ იყო 18 წლის. მას ბრალად ედება ადამიანთა ჯგუფებს შორის სიძულვილის გაღვივება.
შეიხი ალამი, რომელიც ჰოლანდიის და მაროკოს ქვეშევრდომია, თავისი რადიკალური გამოსვლებით არის ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენ ბესო ხარძიანის მეუღლე მკვლელობის შემკვეთად გია უდესიანს ასახელებს
შემდეგი სტატიადაკავება ტერორიზმის ბრალდებით – “ნაციონალური მოძრაობა” სუს-ისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება