დაკავება ტერორიზმის ბრალდებით – “ნაციონალური მოძრაობა” სუს-ისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება

საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერაქტი აღკვეთეს. თუმცა, ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სუს-ის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება არასაკმარისია ოპოზიციისთვის.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საქმე ბუნდოვანია და დეტალები არ არის გამჟღავნებული.

“ჩვენ რაც მოვისმინეთ სუს-ისგან არანაირი ფაქტები არაა, არც სამხილის შესახებაა დეტალები. მოვისმინეთ ის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი დივერსიის თუ ტერაქტის. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პოლიციამ რადიკალი იმამი ოჯახით დააპატიმრა
შემდეგი სტატიარიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ჩინეთის დროშა არაკორექტულად გამოფინეს