ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი მუჰამედ აბრინი დააკავა

13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი მუჰამედ აბრინი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს. ბელგიის პროკურატურა ადასტურებს, რომ ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებთან კავშირში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის აბრინიც. სპეცოპერაცია ანდერლეხტში ჩატარდა.

როგორც ბელგიური მედია იტყობინება, მუჰამედ აბრინი ბრიუსელის ტერაქტების მონაწილეცაა. სააგენტოების ცნობით, სწორედ ის დააფიქსირეს სათვალთვალო კამერებმა ზავენტემის აეროპორტში ორ თვითმკვლელ ტერორისტთან ერთად.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

გამოძიების ინფორმაციით, მაროკოელი წარმოშობით, ბელგიის მოქალაქე მუჰამედ აბრინი 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის დაგეგმვაში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია. აბრინი პარიზის თავდასხმების გადარჩენილი მონაწილის სალაჰ აბდესლამის ბავშვობის მეგობარია. ისინი ბრიუსელის მალენბეკის რაიონში კარის მეზობლები იყვნენ. მუჰამედ აბრინის დაკავების ორდერი პოლიციამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემებრში გასცა.

banner
წინა სტატიაშისამებაში ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა