გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

საგაზაფხულო სესია, რომელზეც ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტთა კრიზისზე იმსჯელებენ 18-22 აპრილს ჩატარდება. ასევე გაიმართება დებატები, რომლის მთავარი თემა იქნება სირიის ლტოლვილების კრიზისთან დაკავშირებით ევროპის პასუხისმგებლობა და ასევე ის გამოწვევები, რომლებიც მიგრაციის საკითხებმა გააჩინა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ასევე ისაუბრებენ უკრაინის ომის დროს დაჭერილი პირების პატივისცემასა და მათზე ზრუნვაზე. ასამბლეაზე ასევე იყო მოთხოვნილი ნადია სავჩენკოს შესახებ დაუყოვნებელი დებატების გამართვა.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილი მუჰამედ აბრინი დააკავა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ეს შეთავაზება არაკომპეტენტური ჯგუფების მიერ არის მომზადებული