ბელგიის მთავრობამ Johnson & Johnson-ით აცრა 41 წელზე მეტი ასაკის პირებში შეაჩერა

ბელგიის მთავრობამ 41 წელზე მეტი ასაკის პირების აცრა ამერიკული ფარმაკომპანია “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინით Janssen შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გვერდითი მოვლენები გაურთულდა. 40 წლის პაციენტი 21 მაისს გარდაიცვალა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში მძიმე თრომოზით და სისხლში თრომბოცირტების დაბალი რაოდენობით – გერმანული “დოიჩე ველე” წერს.
ვაქცინა მისი რისკისა და სარგებლის დეტალური ანალიზის გამოქვეყნებამდე შეჩერდა, რომელსაც ევროპის წამლების სააგენტო ჩაატარებს.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინა Janssen იმ ოთხ ვაქცინათაგან ერთ-ერთია, რომელმაც ევროპის წამლების სააგენტოში ავტორიზაცია გაიარა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის “ინდური” ვარიანტის შესაჩერებლად საფრანგეთი კარანტინს შემოიღებს
შემდეგი სტატიაგოლეთიანი – ხეობის ორივე შემოსასვლელი დაკეტილია, “ენკას” ტექნიკას არ გავატარებთ