კორონავირუსის “ინდური” ვარიანტის შესაჩერებლად საფრანგეთი კარანტინს შემოიღებს

კორონავისურ კოვიდ-19-ის “ინდური” ვარიანტის შესაჩერებლად საფრანგეთი სავალდებულო კარანტინის შემოღებას აპირებს მათთვის, ვინც დიდი ბრიტანეთიდან შევა ქვეყანაში – ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა თქვა და დაამატა, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ – “დოიჩე ველე” წერს.
მიმდინარე მომენტში 10 დღიანი კარანტინი სავალდებულოა მათთვის, ვინც საფრანგეთში შედის ბრაზილიიდან, თურქეთიდან, შრი-ლანკადან, არგენტინიდან და ინდოეთიდან.

პანდემიის დასაწყისიდან მსოფლიოში კოვიდ-19-ით 169 მილიონი ადამიანი დაავადდა. მათგან 3,5 მილიონი პირი გარდაიცვალა. 150 მილიონი – გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დადგენა სპეცსამსახურებს დაავალა
შემდეგი სტატიაბელგიის მთავრობამ Johnson & Johnson-ით აცრა 41 წელზე მეტი ასაკის პირებში შეაჩერა