ბელგიაში ერთი თვეა შეიარაღებულ სამხედროს ეძებენ, 650 ათასი დაახარჯეს უკვებ

 

ბელგიის მთავრობაში შესაძლებელია კრიზისი დაიწყოს მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული მემარჯვენე სამხედრო, რომელსაც უკვე ერთი თვეა ეძებენ, უშიშროების სამსახურებს შეფასებული ჰყავდათ, როგორც “სერიოზული საფრთხე”.

47 წლის იურგენ კონინგსი 17 მაისს გაქრა. მან სამხედრო ნაწილიდან თან წაიღო სარაკეტო მოწყობილობები და სხვა შეიარაღება.

აღმოჩნდა, რომ 35 გვერდიან ოფიციალურ მოხსენებაში წერია, რომ უშიშროების სამსახურმა, გააანალიზა რა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე, კონინგსი შეაფასა, როგორც მესამე დონის სერიოზული საფრთხე. საფრთხის ყველაზე დიდი დონე მეოთხეა. თუმცა, სამხედრო დაზვერვამ ინფორმაციას ყურადღება არ მიაქცია.

გუშინ ბელგიის პარლამენტის ფედერალურ კომიტეტს უნდა განეხილა, თუ როგორ მოახერხა კონინგსმა სამხედრო ნაწილიდან იარაღის მთელი არსენალის გატანა, თუმცა, შეხვედრა გადაიდო გაზეთ Le Soir-ში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ მთავრობამ კონინგსის უშედეგო ძებნის ოპერაციაში გადასახადის გადამხდელების 650 ათასი ევრო დახარჯა, მათ შორის თანხები, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების შვებულებაზე დანამატად იყო გათვლილი.

სამხედროს სამძებრო სამუშაოები დილზერბოსის ტყესა და მიმდებარე ეროვნულ პარკში მიმდინარეობს, რომელიც ბელგია-ჰოლანდიის საზღვარზეა.
კონინგსის მანქანა “აუდი” მისი გაქრობიდან მალევე იპოვეს. იქ ოთხი რაკეტსაწინააღმდეგო რეაქტიული მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

კონინსგსი ბელგიაში მოღვაწე სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს მოკვლით ემუქრებოდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტში პირველად მივიდა
შემდეგი სტატიაკრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება “წითელი ხაზი” იქნება მისთვის