კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება “წითელი ხაზი” იქნება მისთვის

კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება “წითელი ხაზი” იქნება მოსკოვისთვის და მას ადარდებს საუბრები იმის შესახებ, რომ კიევს წევრობის სამოქმედო გეგმას მისცემენ – ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა.
“ეს ის არის, რასაც დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ეს ჩვენთვის მართლაც წითელი ხაზი იქნება – უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები. ცხადია, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს” – პესკოვმა დღეს, 17 ივნისს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ორშაბათს თქვა, რომ უკრაინისთვის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ბაიდენისგან სურს მკაფიოდ გაიგოს “კი” ან “არა”. ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდაპირველად უკრაინამ კორუფცია უნდა აღმოფხვრას და სხვა კრიტერიუმები შეასრულოს.

14 ივნისის ბრიუსელის სამიტის შედეგების კომუნიკეში უკრაინის მიმართ პირველად გამოიყენეს იგივე ფორმულირება, რაც საქართველოს მიმართ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება და მას გადაეცემა წევრობისთვის აუცილებელი პროცესების გეგმა.

banner
წინა სტატიაშიბელგიაში ერთი თვეა შეიარაღებულ სამხედროს ეძებენ, 650 ათასი დაახარჯეს უკვებ
შემდეგი სტატიაივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო ამოცანას, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის – ბოკერია