ბელარუსში რუსეთის მონაწილეობით საჰაერო თავდაცვის წვრთნები დაიწყო

ბელარუსში რუსეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები დაიწყო, – ამის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

წვრთნები 26-დან 29 აპრილამდე გაიმართება. მათში მონაწილეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის წარმომადგენლები მიიღებენ.

„ოპერატიული მომზადების ღონისძიების დროს მუშავდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კონტროლის ორგანოებს შორის ურთიერთქმედების საკითხები დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისთვის მოქმედებების დაგეგმვისა და ამოცანების დადგენისას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არმიას შეუძლია კრემლამდე მიაღწიოს – პუტინის ყოფილი მეგობარი
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს, რეზოლუციის პროექტის წარდგენაც ალბათ ამას ემსახურება – საბო