“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს, რეზოლუციის პროექტის წარდგენაც ალბათ ამას ემსახურება – საბო

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენზე მეტი გამოცდილების მქონე მეგობრებს დაველოდოთ და თუ ისინი ამ ყველაფერს გენოციდის შეფასებას მისცემენ, უნდა შევუერთდეთ. მანამდე, მგონია, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ პარტიის ოფისში გაკეთებულ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე.

როგორც ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ სიტუაციაში რაციონალურობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

„გენოციდი სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტულ რამეს გულისხმობს და მგონია, რომ ქვეყნებს, რომლებსაც უკრაინასთან მიმართებით მეტი ინფორმაცია აქვთ, თუ რას აკეთებს რუსეთი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები უკრაინის გენოციდს ოფიციალურად აღიარებენ, შეგვეძლება, ჩვენც დავეთანხმოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც შეიძლება, გენოციდად შეფასდეს, მათ შორის ის, რომ ასობით ათასი უკრაინელი რუსეთში საკოცენტრაციო ბანაკში ჰყავთ გადაყვანილი, რაც გენოციდის ერთ-ერთი მახასიათებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენზე მეტი გამოცდილების მქონე მეგობრებს დაველოდოთ და თუ ისინი ამ ყველაფერს გენოციდის შეფასებას მისცემენ, უნდა შევუერთდეთ. მანამდე, მგონია, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ორივე მხრიდან საინფორმაციო ომი მუშაობს და ამ სიტუაციაში რაციონალურობა უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, რომ ამ ვითარებაში თავი წარმოაჩინოს, როგორც უკრაინის გულმხურვალე მხარდაჭერად, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის მთავარ პირს, პრემიერ-მინისტრს უკრაინაზე კეთილი სიტყვა ჯერ არ დასცდენია. „ქართული ოცნების“ სხვა პირების კი უკრაინაში ვიზიტიც იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უკრაინის მეგობარი გამოჩნდეს და ალბათ ამ რეზოლუციის პროექტის წარდგენაც ამას ემსახურება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

banner
წინა სტატიაშიბელარუსში რუსეთის მონაწილეობით საჰაერო თავდაცვის წვრთნები დაიწყო
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადადის