“BBC” -ის მიერ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც ყირიმი მითითებული იყო როგორც რუსეთის ნაწილი

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია”BBC” -ის მიერ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც მიეძღვნა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში გაიმართება. ვიდეორგოლში ყირიმი მითითებული იყო როგორც რუსეთის ნაწილი.
ამასთან დაკავშირებით თავისი აღშფოთება გამოხატა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ადამ კაზანოვსკიმ.
“რატომ არის რუკაზე ყირიმი გამოსახული რუსეთის ნაწილად? ყირიმი უკანონოდ არის ანექსირებული. საერთაშორისო ნორმების თანახმად იგი უკრაინის ნაწილად მიიჩნევა და შესაბამისად უნდა იყოს გამოსახული”,- წერს კაზანოვსკი.

“ვფიქრობ, რომ ეს არის უნებლიე შეცდომა და დარწნუმებული ვარ, იგი გამოსწორდება”,- ასე უპასუხა ევროკომისიის წარმომადგენელს შენიშვნაზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში ჯუდიტ გოფმა.
მოგვიანებით ვიდეორგოლი “BBC” -ის საიტიდან მოიხსნა.
ინფორმაციას აქვენებს გამოცემა “Life Новости “.

banner
წინა სტატიაშირუსმა ფოტოგრაფმა კადრების გამო სოფლები გადაწვა
შემდეგი სტატიამაიკლ ფლინმა აღიარა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) იცრუა