რუსმა ფოტოგრაფმა კადრების გამო სოფლები გადაწვა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დანილ ტკაჩენკომ, საინტერსო კადრების გამო რუსეთში სოფლები გადაწვა.
დანილა ტკაჩენკო, რომელიც World Press Photo-ს ჯილდოს მფლობელი და კანდინსკის პრემიის ლაურეატიცაა, საკუთარ სამშობლოში ერთ დღეში გახდა მოსახლეობისათვის საძულველი ხელოვანი და ამის მიზეზი, მის მიერვე გავრცელებული საკუთარი ნამუშევრების სერიები  გახლდათ. ამ სერიათა ფარგლებში, ტკაჩენკომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის სოფლებში, თავის ასისტენტთან ერთად, მიტოვებული სახლები და ეკლესიები გადაწვა, იმისათვის რომ ამ კადრებით, სერია ,,სამშობლო 2017,, შეექმნა. მეტი ეფექტურობისთვის, შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება ღამის საათებში ხდებოდა.
ამ ფაქტების გამჟღავნებამ, რომელსაც თავად ფოტოგრაფიც არ უარყოფს, რუსეთის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია და მასზე, უკვე რამდენიმე სახელმწიფო ორგანო საქმის აღძვრას აპირებს.

,,თაიმერი,, 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: არ შეუძლია ამ ჯოგს ნულოვანი ტოლერანტობის გარეშე, არა!
შემდეგი სტატია“BBC” -ის მიერ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც ყირიმი მითითებული იყო როგორც რუსეთის ნაწილი