BBC – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოსკოვზე მეტ ფინანსურ ზეწოლას გეგმავს

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი სავარაუდოდ, ლობირებას გაუწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრებს, რათა ფინანსური ზეწოლა გააძლიერონ მოსკოვზე, – ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად, ამ კვირაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ფინანსური შეხვედრის სესიებს გამოტოვებს.

გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის ცნობით, იელენი დღეს სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავდა, საერთაშორისო რეაგირების განსახილველად პანელს მოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიბოლო ერთი დღის განმავლობაში დაღუპული ბავშვების ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 1 პაციენტი