საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 1 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, „პისიარ“-ტესტით – 2 271.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,53%, ბოლო 14 დღის – 1,36%, ბოლო შვიდი დღის – 1,18%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 460 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 474 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 873 980 აცრა, დღიურად აცრილია 992.

banner
წინა სტატიაშიBBC – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი მოსკოვზე მეტ ფინანსურ ზეწოლას გეგმავს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულო უკრაინაში მედიკამენტებს აგზავნის