ლონდა თოლორაია – “ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური დანაშაულის ჩამდენთა ბაზები გაკეთდება, რაც ძალადობის განმეორებით ჩადენის პრევენციაა”

ლეკომპანია იმედის ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობის პრევენციაზე ისაუბრა.
სამინისტროს მიერ დაანონსებული კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც პასუხისმგებლობის დამძიმებას არასრულწლოვნებზე ძალადობისათვის, ასევე ბაზების შექმნას, სადაც მსგავსი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების დარეგისტრირება მოხდება.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი , რომ თავიდან ავირიდოთ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მხრიდან განმეორებითი ძალადობა, მაგრამ რაც შეეხება ამ დანაშაულის პირველად პრევენციას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა – ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროცესში, აქტიურად იყოს ჩართული უწყებები, რომლებსაც ბავშვთან პირველადი კომუნიკაცია აქვთ“ – განაცხადა თლორაიამ და ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა რეაბილიტაცი და ფსიქოლოგიური დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი დანერგა, რაც ძალადობის მსხვერპლისთვის გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა მსხვერლის სრულფასოვანი რეაბილიტაციისა და თერაპიისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი და სხვა საჯარო სერვისების მორგებაც აუცილებელია.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია: დანაშაულის პრევენციისთვის მკაცრი კანონები არ არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ მკაცრ კანონმდებლობას პრევენციული გავლენა აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანის მტკიცე უარი და ზუგდიდის ყოფილი მერის ბრძოლა მერობის სავარძლისთვის