ბათუმში კორონავირუსის დადასტურებული ხუთივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

news
ავტ.: news აპრილი 8, 2020 10:53

ბათუმში კორონავირუსის დადასტურებული ხუთივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

ბათუმში​ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი ინფიცირებული 60 წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სულ 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა, მათგან ხუთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ახალ ინფიცირებულებს შორის ორი 60 წლის ქალის ოჯახის წევრია, ერთი შვილი, მეორე კი მამაა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. სამი პირი კი ქობულეთში, მშობლების მეზობლები არიან. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან .

სულ 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია, 20 კი, ოჯახის წევრები და სამეზობლო. კონტაქტების რაოდენობა ზუსტდება. ასევე ზუსტდება მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი ვირუსის დადასტურებამდე.

კლასტერთან დაკავშირებული ყველა პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და ანალიზები მათ სახლებში აუღეს. დაკეტილია სოფლის ამბულატორია და ქობულეთის რაიონული კლინიკა, სადაც იმყოფებოდნენ ინფიცირებულები.

ინფიცირებულები უკვე გადაყვანილი არიან კლინიკა „მედალფაში“, სადაც პაციენტთა რაოდენობამ 14-ს მიაღწია.

news
ავტ.: news აპრილი 8, 2020 10:53

Google სტატისტიკა


3,385
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics