ბათუმში ღამის კლუბ “არენაში” გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხანძარს ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა. ღამის კლუბ “არენაში” გაჩენილი ცეცხლის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

ორი დაშავებულის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაშია არიან მოთავსებულები.

ხანძარი ღამის კლუბ “არენაში” წინასწარი ვერსიით ელექტროსადენების მიზეზით კონდინციონერიდან გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების თქმით 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიე. წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ
შემდეგი სტატიადეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს