დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს. აღნიშნულ განცხადებას, დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აკეთებს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის.

ადვოკატის თქმით, დეკანოზს პატრიარქთან შეხვედრა სურს, თუმცა მათთვის ჯერჯერობით უცნობია როდის მოხერხდება ეს.

„არ იქნება ძალიან პატარა ჩვენება, მოგეხსენებათ საქმე ძალიან სერიოზულია და სერიოზულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის მამა გიორგი,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ღამის კლუბ “არენაში” გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან იწყებს