ე. წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს სესიაზე განიხილავენ

სესიაზე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს პირველი და მეორე მოსმენით განიხილავენ.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ მოდელს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. მათი შეფასებით, ის ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო დღეს პარლამენტში ალტერნატიულ წინადადებასაც დაარეგისტრირებს.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუმცა აცხადებენ, რომ ძირითადი პრინციპი არ შეიცვლება.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაბათუმში ღამის კლუბ “არენაში” გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა