ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ”მედცენტრში” გადაიყვანა. 26 წლის კაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელ მამაკაცებს შორის ურთიერთშელეპარაკება ბავშვის გამო დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად დაზიანებები მიიღო არასრულწლოვანმაც, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმების თქმით, მოხდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, მცირე ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე ის დაკვირვების ქვეშ რჩება.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა – ვიპოვი ნამდვილ დამნაშავეს, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია – ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება