მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა – ვიპოვი ნამდვილ დამნაშავეს, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს

მგონია, ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და ამას აბრალებენ ჩემს შვილს. ასეთია ჩემი ვერსია, ჩემ მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩემ შვილს აბრალებენ, – ამის შესახებ  ამერიკელი ცოლ-ქრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა განაცხადე.

როგორც სოფელ წილკანში მცხოვრებმა მარტიაშვილმა განმარტა, ცოლ-ქმრის რეალური მკვლელის ვინაობის დასადგენად იბრძოლებს.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ შსს სიმართლეს დაადგენს. როგორც დაკავებულის დედამ აღნიშნა, მისი ვაჟი წელს მწყემსობით ოჯახს არჩენდა.

“7 ივლისს მელაპარაკა, დამირეკა თვითონ. არაფერი ეტყობოდა საუბრის დროს, თუნდაც მღელვარება. ასეთი რაღაც მითხრა – დახოცილ ცოლ-ქმარს ეძებენო, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო. რაღაც ტრაგედია დატრიალდაო. არაფერი ვიცი მეტი. იმ დღის მერე მასთან არ მიკონტაქტია, ტელეფონი არ იჭერდა იქ. აქ კი ჩემ სახლთან პოლიცია აივლიდა-ჩაივლიდა, თითქოს მე მყავდა მკვლელი სახლში დამალული. ვაპირებ სასამართლოზე მისვლას და თუ ჩემ შვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, გავასაჩივრებ იმიტომ, რომ მგონია, ეს ვიღაცის მიერ ჩადენილი მკვლელობაა და მას აბრალებენ. ასეთია ჩემი ვერსია. მაინც ვიპოვი დამნაშავეს, თუნდაც მიწაში ჩაძვრეს. მე არ ვმუშაობ და ჩემ არასრულწლოვან შვილებს ეს არჩენდა. სულ 6 შვილი მყავს. ჩემ მეუღლესაც იგივე ვერსია აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩემ შვილს აბრალებენ. მე დედა ვარ და შეიძლება ხელი დავაფარო, მაგრამ მეზობლები გეტყვიან მის დადებით თვისებებზე”, – განაცხადა მარტიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიენძელა მაჭავარიანი – პარლამენტში ვართ ავტობუსის და ლიმუზინის დეპუტატები, ხოლო მოთხოვნები და კრიტიკა ერთნაირად მოდის
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს