ბათუმიდან გადმოყვანილი დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმიდან გადმოყვანილი დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია.

„ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მდგომარეობა ისეთია, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა ჩატარებული გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

40 წლის დედა და ათი წლის შვილი, 4 აპრილს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ. ისინი 11 აპრილამდე კარანტინში იმყოფებოდნენ. მათ გუშინ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ, გამოკვლევების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაგვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება