ბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ალეპოში ოპერაცია დაიწყო

9ბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ქალაქ ალეპოზე შეტევის ოპერაცია დაიწყო, კერძოდ კი, იმ რაიონებში, სადაც სირიელი ამბოხებულები არიან – გერმანულმა dpa-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. ინფორმაცია დაადასტურა სააგენტო Reuters-მა.

ასადის არმია ოთხი მიმართულებით მიემართება. ოპერაციას წინ, რამდენიმე დღის მანძილზე, საჰაერო დარტყმები უძღოდა, რომლის შედეგადაც 260 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ალეპოში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანია დარჩენილი. ქალაქისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელი გახდა.

banner
წინა სტატიაშიგია ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით,”ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის ორგანაზიცია 40-მდე ადამიანმა დატოვა