(video) ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაში

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს კუბაში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო – ვიზიტს უკვე უწოდეს “ისტორიული”.
ობამა კუბას ლიდერთან, რაულ კასტროსთან გამართავს მოლაპარაკებებს, შეხვდება კუბელ მეწარმეებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მეზობელ ქვეყანაში აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი ბოლოს 1928 წელს შედგა. 2002 წელს კუბას ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ეწვია.
აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასული წლის ბოლოდან აღდგა.

banner
წინა სტატიაში21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: ბარაკ ობამას სათანადო არ დახვდნენ- არანაირი პატივისცემა