დონალდ ტრამპი: ბარაკ ობამას სათანადო არ დახვდნენ- არანაირი პატივისცემა

ტამპიამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა,მილიარდერმა დონალდ ტრამპმა უკვე შეაფასა აშშ-ს პრეზიდენტის  ბარაკ ობამას ორდღიანი ვიზიტი კუბაში. როგორც დონალდ ტრამპი მის ოფიციალური Twitter-ზე წერს კუბაში აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას სათანადო პატივისცემით არ დახვდნენ.

“პრეზიდენტმა ობამამ მხოლოდ დაეშვა კუბაში, დიდი გარიგება, და რაულ კასტროც კი არ შეხვდა მას. არანაირი პატივისცემა”

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ კუბაში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო – ვიზიტს უკვე უწოდეს “ისტორიული”.
ობამა კუბას ლიდერთან, რაულ კასტროსთან გამართავს მოლაპარაკებებს, შეხვდება კუბელ მეწარმეებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.

მეზობელ ქვეყანაში აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი ბოლოს 1928 წელს შედგა. 2002 წელს კუბას ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ეწვია.
აშშ-სა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გასული წლის ბოლოდან აღდგა.

banner
წინა სტატიაში(video) ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი კუბაში
შემდეგი სტატიაიტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის გახსნის ფაქტს საქართველოს საგარეო უწყება შეისწავლის