ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე ლგბტ ინიციატივაზე – ეს არის ჩავარდნილი პროექტი მმართველი პარტიის მხრიდან
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – იმედს ვიტოვებთ, სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს