მანჯგალაძე – იმედს ვიტოვებთ, სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს

იმედს ვიტოვებთ, სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს და დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნამდვილად არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვებზე მაღლა უნდა დადგეს, როცა ეს საქართველოს სჭირდება.

„ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო როცა არ არსებობს, ადამიანი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სწორედ ეს არის პრეზიდენტის მოვალეობა. იმედს ვიტოვებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს გამბედაობა ეყოფა, 200 ათასი ადამიანის თხოვნას შეისმენს და დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნამდვილად არის შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ყველა ჩვენგანი და მათ შორის სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვებზე მაღლა უნდა დადგეს, როცა ეს საქართველოს სჭირდება. შეწყალების წინაპირობები თუ შეიქმნება და ამას ბევრი ადამიანი მოითხოვს, ამას აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, შედეგად ხიდი მთლიანად დაინგრა
შემდეგი სტატიანატალია ვუტოვა – მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ევროკავშირის მოთხოვნები ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად იყოს შესრულებული