ბაიდენი – რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა ტოკიოში აშშ-ის, იაპონიის, იდნოეთისა და ავსტრალიის სამიტის გახსნისას ისაუბრა. ჯო ბაიდენმა მიმდინარე ომს „ჩვენი საერთო ისტორიის ბნელი საათი“ უწოდა.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდნეტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის სამიზნეს უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმები წარმოადგენს.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური რეაგირებისთვის. ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის ინტერვენცია მხოლოდ ხაზს უსვამს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის მიზნებსა და საერთო ღირებულებებზე.

სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენს მოლაპარაკებები ექნება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. როგორც „სიენენი“ აღნიშნავსაღნიშნავს, ინდოეთი მიმდინარე სამიტის ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია არ დაგმო და მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.

თავის მხრივ, სამიტის გახსნაზე გამოსვლისას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ „რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში არის საფრთხე გაერო-ს წესდების პრინციპებისთვის“.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღეში მიაღწევს
შემდეგი სტატიასაქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს – ევროპარლამენტარი გლუკსმანი