გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღეში მიაღწევს

ევროკავშირი ახლოს არის რუსეთის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმების მიღწევასთან, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენ მივაღწევთ გარღვევას რამდენიმე დღეში”, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. ამასთან, მისი განმარტებით, ემბარგოს დაწესება რუსეთს მაშინვე არ დააზარალებს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც. რობერტ ჰაბეკმა თქმით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი – უკრაინიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის გაჭიანურებას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაბაიდენი – რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი