ბაიდენი მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ უკრაინაში პრეზიდენტს არ ვაგზავნით – თეთრი სახლის პრესმდივანი

პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„ის მზად არის ყველაფრისთვის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ უკრაინაში პრეზიდენტს არ ვაგზავნით. გამგზავრება არ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმებში“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს, ბაიდენმა კი მათ უპასუხა: ამ საკითხზე უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, ასევე, განაცხადა, რომ თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნას უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიევროპა ვერ ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობსა და გაზს – პუტინი
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება – გაერო