რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება – გაერო

რუსეთის მიერ უკრაინისთვის გამოცხადებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება. ამას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ინფორმაცია ადასტურებს.
14 აპრილის მონაცემებით, უკრაინა 4 796 245-მა მოქალაქემ დატოვა. UNHCR მოსაზღვრე ქვეყნებიდან ჩასულ პირებს, რომლებიც უკრაინას შინ დასაბრუნებლად ტოვებენ არ აღრიცხავს.

„უკრაინიდან გაქცეულებს შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე უკრაინის მოქალაქეებიც“, – აღნიშნეს დეპარტამენტში.

ადამიანების უმრავლესობა შენგენის შეთანხმების სახელმწიფოებში (უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) გაემგზავრა. ქვეყნებს შორის საზღვრის კონტროლის არარსებობის გამო, ევროპაში მათი შემდგომი გადაადგილების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში 2,7 მილიონი, რუმინეთში, თითქმის 727 ათასი, უნგრეთში – 447 ათასი, მოლდოვაში – 419 ათასი, სლოვაკეთში კი – 329 ათასი უკრაინელი გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ სტატისტიკაში გაერო ასევე რუსეთისა და ბელორუსიის მთავრობების მონაცემებს იყენებს. მათი მტკიცებით, რუსეთში – 484, ხოლო ბელორუსიაში კი, 22 ათასი ადამიანი გაემგზავრა.

გარდა ამისა, გაეროს ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 18-23 თებერვლის ცნობებით, რუსეთის ფედერაცია 105 000-მა ადამიანმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ უკრაინაში პრეზიდენტს არ ვაგზავნით – თეთრი სახლის პრესმდივანი
შემდეგი სტატიაშოლცს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის 2 მილიარდი ევროს გამოყოფა სურს