აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

აზოვის ბატალიონის ცნობით, რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზე გუშინ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი დაიღუპა.

აზოვის ბატალიონი მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდეს.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხანაში ასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ისევ რჩებიან. ადგილზე გამარებულები არიან სამხედროებიც. ევაკუაციის შემდეგ რუსეთმა ტერიტორიაზე იერიშები განაახლა.

banner
წინა სტატიაშიარც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინას აწყობდეს მოლდოვაში, საქართველოში და თუნდაც, კურილიის კუნძულებთან იაპონიის მიერ დამატებითი ფრონტის გახსნა – ვოლსკი
შემდეგი სტატიარუსეთის აგრესია და ომის დაწყება არის “გეოსტრატეგიული მომენტი” ევროპისთვის, რომელიც მოითხოვს უფრო ფუნდამენტურ პასუხს, ვიდრე სანქციები, ეკონომიკური და სამხედრო დახმარებაა – შალენბერგი