აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, თითქმის ყველა შენობა განადგურებულია

მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანა მნიშვნელოვნად განადგურდა – ამას აჩვენებს Maxar Technologies-ის სატელიტური სურათები, რომელიც ცოტა ხნის გავრცელდა.

სატელიტური სურათების მიხედვით, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში თითქმის ყველა შენობა განადგურდა. სახურავებზე დიდი ხვრელებია, რაც სამხედრო დარტყმის ნიშანია. სახურავები მთლიანად ჩამონგრეულია, შენობების ნაწილი კი ნანგრევებად იქცა.

როგორც ცნობილია, უკრაინული ძალები და ასობით დარჩენილი მცხოვრებელი ფოლადის ქარხნის ღრმა სარდაფებს აფარებს თავს. პარასკევს გადაღებული სატელიტური სურათებიდან გაურკვეველია, გაანადგურა თუ არა სამხედრო დარტყმებმა სარდაფები.

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა
შემდეგი სტატიარუსებმა ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლი აღმართეს