რუსებმა ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლი აღმართეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ლენინის ძეგლი კვარცხლბეკზე დააბრუნეს. ამის შესახებ BBC News იუწყება.

მედიის ცნობით, შემთხვევა ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქის საკრებულოს მახლობლად მოხდა, რომელზეც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ლენინის ძეგლი საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2014 წელს მოხსნეს.

აპრილის შუა რიცხვებში, ხერსონის რეგიონის კიდევ ერთ ოკუპირებულ ქალაქში, გენიჩესკში ლენინის კიდევ ერთი ძეგლი აღმართეს.

banner
წინა სტატიაშიაზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, თითქმის ყველა შენობა განადგურებულია
შემდეგი სტატიამოხარული ვართ, პრემიერის განაცხადებით, მან პირობა დადო, რომ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება რუსეთის მიერ სანქციების თავიდან არიდება – დეგნანი