აზოტის ქარხნის თავშესაფრებში დამალულმა ადამიანებმა ევაკუაციაზე უარი განაცხადეს

“რუსებმა მთელი რეზერვი ჩაყარეს სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით. ისინი ცდილობენ სრული კონტროლი დაამყარონ რეგიონალურ ცენტრზე და “გაჭრან” ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილი. მათ არ აქვთ წარმატება, ისინი მასობრივად კვდებიან”, -ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, “აზოტის ქარხნის თავშესაფრებში დამალულმა ადამიანებმა ევაკუაციაზე უარი განაცხადეს. მოსახლეობასთან ურთიერთობისას ეროვნულმა გვარდიამ უარი ვიდეოზე დააფიქსირა.სევეროდონეცკისკენ მიმავალი ყველა ხიდის დანგრევის მიუხედავად, ქალაქთან კომუნიკაცია შენარჩუნებულია – არსებობს გზები ევაკუაციისათვის”,- აცხადებს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ გაანადგურა რუსების მე-20 არმიის სამეთაურო პუნქტი, – ციმბალიუკი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქე ბლოგერს, ინსა ოგუზს თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა მისცეს