უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ გაანადგურა რუსების მე-20 არმიის სამეთაურო პუნქტი, – ციმბალიუკი

ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-20 არმიის სამეთაურო პუნქტი.
„17 ივნისს, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დარტყმის შედეგად, განადგურდა დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული შეიარაღების არმიის (სამხედრო ნაწილი 89425, ვორონეჟი) სამეთაურო პუნქტი.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა სამეთაურო პუნქტის ყველა თანამშრომელი (40-ზე მეტი ადამიანი), მათ შორის მე-20 გაერთიანებული არმიის უმაღლესი სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები; გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს 533-ე სამეთაურო-სადაზვერვო ცენტრის (სამხედრო ნაწილი 32801, ვორონეჟი) მორიგე ცვლა.
გარდაცვლილთა ვინაობა ვერ დგინდება როგორც ცხედრების სრული დაწვის, ასევე შენობის ჩამონგრევის გამო”,-აცხადებს ჟურნალსიტი

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის გემების დაჯგუფება მზადაა უკრაინას 20 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტით დაარტყას
შემდეგი სტატიააზოტის ქარხნის თავშესაფრებში დამალულმა ადამიანებმა ევაკუაციაზე უარი განაცხადეს