აზერბაიჯანი და ყარაბაღი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაზე აცხადებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინსიტროში განაცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთმა 120-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციები დაცხრილეს როგორც სომხეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული სახელმწიფოს თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, კერძოდ, კი 60 მილიმენრიანი ნაღმმტყორცნებით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გასულ ღამეს 16-ჯერ დაცხრილა სომხური სამხედრო პოსტები.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი ქაბულში ჩავიდა
შემდეგი სტატიაინგლისის არქიეპისკოპოსის მამა ჩერჩილის მდივანი აღმოჩნდა