აზერბაიჯანელი სტუდენტი ელექტრული დენით აწამეს-რუსების ტყვეობიდან დახსნილი აზერბაიჯანელი სტუდენტის ისტორია

“ყველაზე ცუდი ისაა, როცა სხეულში ელექტრული დენი გადის, გონებას კარგავ, ცივი წყალს გასხამენ და ისევ გაწამებენ…“-აცხადებს რუსების ტყვეობიდან დახსნილი აზერბაიჯანელი სტუდენტი

20 წლის აზერბაიჯანელი მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. 17 მარტს, ევაკუაციის დროს, რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. 12 აპრილს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ და უკრაინაში მცხოვრები აზერბაიჯანელი მეგობრების ძალისხმევით, ბიჭი გადაარჩინეს.

Media.Az-თან ინტერვიუში მან იმ საშინელებაზე ისაუბრა, რომლის გადატანა მოუწია.

– პირველ რიგში, გვითხარით, რამდენი ხანია, რაც უკრაინაში ცხოვრობთ?

– მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. უკრაინაში პირველად 2019 წელს ჩავედი, სწორედ მაშინ ჩავაბარე უნივერსიტეტში. პირველი ორი წელი დაუსწრებლად ვწავლობდი.

– და რატომ დაუსწრებლად?

– პანდემიის გამო. როცა სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდა, გადავწყვიტე სწავლა სრულ განაკვეთზე გამეგრძელებინა. 2021 წლის 21 აგვისტოს დავბრუნდა მარიუპოლში.

– მარიუპოლი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის შემოსევისგან…

– მარიუპოლის დახმარების ცენტრში მოხალისეებს დახმარება გავუწიე: საჭმელი მივიტანე, ბომბდამშენები მოვაწყვე…  17 მარტს, როცა მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, გაირკვა, რომ საჭირო იყო ევაკუაცია. ხალხი მანქანით მიდიოდა, მე ერთ-ერთ ადგილობრივთან ერთად წავედი. რამდენიმე საგუშაგოს გავლის შემდეგ რუსმა სამხედროებმა დაგვაკავეს. დაიწყეს საბუთების შემოწმება, მერე კიდევ ერთი სამხედრო მანქანა მოვიდა, ყველა გამოგვიყვანეს და გაშიშვლება გვიბრძანეს.

რუსები ჩვენს სხეულზე ტატუებს ეძებდნენ. ჩვენი მანქანის მძღოლს მკლავზე მორიელი ჰქონდა დახატული. ეს არც სამხედრო და პატრიოტული ტატუ იყო, მაგრამ არ მოეწონათ. ავტომატის კონდახით დაგვიწყეს ცემა, ჩაცმის უფლებას არ გვაძლევდნენ. ყინვაში სრულიად შიშველი ვიდექით, მერე სამხედროებთან ერთად კამაზის სატვირთო მანქანა წამოვიდა, ყველანი ფორმაში და შავ ნიღბებში იყვნენ, ხელები დაგვიგრიხეს, ხელბორკილები დაგვადეს და მანქანაში ჩაგვსვეს.

– სად წაგიყვანეს?

– მაშინ არ ვიცოდით, გაურკვეველი მიმართულებით… მხოლოდ მისვლისას მივხვდით, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავით.

– თქვენ თქვით, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ხართ?

– ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი ხელთ მქონდა.  ამის მიუხედავად მეც  ტყვედ ამიყვანეს.

-ტელეფონზე საუბრის საშუალება მოგეცა?

– მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მშობლებთან ურთიერთობა.

-რამდენი დღე იყავი ტყვეობაში?

–  25 დღე გავატარე.

– რა მოხდა მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგიყვანეს?

– მეთაური მომიახლოვდა – ჩეჩენი.

– როგორ გაიგე?

– გარეგნულად, გარდა ამისა, ფორმაზე ჩეჩნეთის დროშა ჰქონდა. მან ხელები შამიმოწმა და განაცხადა, რომ სამხედრო  ვარ. თავიდან ვერ მივხვდი, რატომ გააკეთა ასეთი დასკვნა და დავიწყე ახსნა, რომ ფრჩხილების ქვეშ ჭუჭყიანი მაქვს იმის გამო, რომ მარიუპოლში წყალი არ არის და ჰიგიენის დაცვის პირობები არ მქონდა. მან არც მომისმინა და საკანში გამაგზავნა …

– რა მოხდა შემდეგ?

–  მაიძულა საცვლების გაშიშვლება, ისევ ტატუს ეძებდა… 15-20 წუთი გაშიშვლებული ვიდექი. ძალიან ციოდა… მერე ჩაცმის უფლება მომცა და წავიდა. ერთი საათის შემდეგ დაბრუნდნენ და წამიყვანეს წამების ოთახში.

– წამება?

–  პატარა ოთახში, არის რკინის სკამი და ელექტროშოკის წამების აპარატი. ხელები შემიხვიეს. მათ დაიწყეს კითხვების დასმა.  ცდილობდნენ მეღიარებინა, რომ აზოვის პოლკის ჯარისკაცი ვიყავი. მე ვამტკიცებდი, რომ სტუდენტი ვიყავი. მას შემდეგ რაც მივხვდი, რომ მათ ვერაფერს დავუმტკიცებდი და რუსული ენის ცუდი ცოდნის გამო ძალიან ცუდად მესმოდა, თარჯიმნის მოყვანა ვთხოვე. დაურეკეს აზერბაიჯანელს, რომელსაც ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ მაინც არ დამიჯერეს.

ფეხის თითებზე მანქანა დაამაგრეს და მტკივნეული დარტყმები დაიწყეს. უნდოდათ მეღიარებინა, რომ სამხედრო ვიყავი. მაგრამ მე არაფერი მქონდა სათქმელი…

– რამდენად ხშირად გაწამებდნენ?

– ყოველ დღე. 21 მარტს დაბადების დღე მქონდა და მთელი დღე მაწამებდნენ. შეთანხმების მიღწევამდე მხოლოდ 5-6 დღით ადრე შეწყდა წამება და გამათავისუფლეს. ელექტრო დენს აღარ უშვებდნენ, მაგრამ ცემას აგრძელებდნენ… როგორც წესი, ერთბაშად 10-15 კაცს მცემდა.  მე უფრო მეშინოდა ელექტრო დენის.

როგორც წესი, დენის დარტყმა 20-30 წუთს გრძელდებოდა, ცემა კი ერთ საათს. წამება დღეში სამჯერ მეორდებოდა. მოხდა ისე, რომ გონება დავკარგე, ცივი წყალი გადამასხეს და კიდევ უფრო განაგრძეს ჩემი წამება.

– რამდენი ადამიანი იყავი საკანში?

– ჩემთან ერთად დაიჭირეს მარიუპოლის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაიორი სერგეი ნაზაროვი, ერთ-ერთი ქარხნის თანამშრომელი ედიკ კროსტოვი და მოხალისე ალექსეი ლუსტოვი….

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაიღუპა სამხედრო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან
შემდეგი სტატიაპენტაგონი: “უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო”