პენტაგონი: “უკრაინამ დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები და მათი ნაწილები მიიღო”

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის ინფორმაციით, უკრაინამ სხვა ქვეყნებისგან მიიღო დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, ასევე თვითმფრინავის დამატებითი ნაწილები, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემს ცაში უფრო მეტი ავიაცია ჰყავდეთ.

თვითმფრინავები უკრაინისთვის თავად აშშ-ს არ გადაუცემია.

“მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ მათ მიიღეს დამატებითი პლატფორმები და ნაწილები, რათა შეძლონ მათი თვითმფრინავების ფლოტის ზომის გაზრდა. ვფიქრობ, აქ გავჩერდები”, – თქვა კირბმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელი სტუდენტი ელექტრული დენით აწამეს-რუსების ტყვეობიდან დახსნილი აზერბაიჯანელი სტუდენტის ისტორია
შემდეგი სტატიაჯასტინ ტრუდო – კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს