ავტოფარეხზე გაკეთებული ბენკსის ნახატი 100 ათას ფუნტად გაიყიდა

ბრიტანელი ქუჩის მხატვრის ბენკსის ნახატი, რომელიც უელსში, პატარა ქალაქ პორტ-ტოლბოტის მკვიდრის ავტოფარეხის კედელზე გამოჩნდა, 100 ათას ფუნტზე მეტად გაიყიდა. ნამუშევარს ქვია “Season’s Greetings” და ის ესეკსის საგრაფოში სამხატვრო გალერეის მფლობელმა იყიდა – “ბიბისი” წერს.

ავტოფარეხის მფლობელი 55 წლის იენ ლუისია. ნახატი ავტოფარეხის კედელზე მომდევნო სამი წელი დარჩება. ბენკსმა ის დეკემბერში, შობამდე ერთი კვირით ადრე შეასრულა. Season’s Greetings-ი დეკემბერშივე 20 ათასმა ადამიანმა მოინახულა.

გასული წლის ოქტომბერში ბენკსის “გოგონა ბუშტით” სოტბის აუქციონზე 1,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. აუქციონზე გამოტანილი ვერსია 2006 წელს აეროგრაფიის დახმარებით შეიქმნა – გამოსახულება მზა ტრაფარეტზე საღებავი-სპრეის დახმარებით კეთდება. ნამუშევარი ჩარჩოში დამალული შრედერის დახმარებით გაყიდვისთანავე თვითონვე განადგურდა.

ბენკსი ბრიტანელი მხატვრის ფსევდონიმია, რომელიც ცნობილია თავისი სატირული გრაფიტებით. ნამუშევრები ბრიტანეთის სხვადასხვა სახლების ფასადებზეა შესრულებული. მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილებებს ვიღებ ისე, როგორც შეესაბამება კანონმდებლობას და ჩვენს რწმენას – ცქიტიშვილი “გაზპრომთან” გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე
შემდეგი სტატიაორი რუსული გამანადგურებელი ერთმანეთს დაეჯახა